Accessibility links

site logo site logo

სომალიში აფეთქებამ შეიწირა 10-მდე ადამიანი, მათ შორის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი


მოგადიშუში სასტუმროზე 2019 წლის 28 თებერვალს თავდასხმის შემდეგ

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი, მათ შორის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჰუსეინ ელაბე ფაჰიე, შეიწირა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაიჭრა 13 ადამიანი.

თავდასხმაზე, რომელიც თვითმკვლელმა ამფეთქებელმა მოაწყო, პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების ჯგუფმა „ალ-შაბაბმა“.

აფეთქება მოხდა პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე ბლოკ-პოსტთან, როცა ჯარისკაცები მანქანებს ამოწმებდნენ.

ალ-ყაიდის მოკავშირე „ალ-შაბაბმა“ მოგადიშუში უკვე ბევრჯერ მოაწყო თავდასხმები, რომლებიც მიმართული იყო პრეზიდენტის რეზიდენციისა და სასტუმროების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG