Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლარის კურსის ვარდნას მოკლევადიანს უწოდებს


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები მდგრადია, ამიტომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება მოკლევადიანი მოვლენაა.

„ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და ბუნებრივია, მეზობელი ქვეყნები თავისი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და ზოგადად, მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში“ - თქვა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, “ექსპორტის მაჩვენებლი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი და მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი, რასაც ჰქვია სავაჭრო დეფიციტის შემცირება.“

„აქედან გამომდინარე, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე. თუმცაღა, რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომელსაც ადგილი აქვს თურქულ ეკონომიკაში, ბუნებრივია, თავისი გავლენა იქონია. მაგრამ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც მე დაგისახელეთ და ამავე დროს, იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ძალიან მდგრადი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც იგივე დაადასტურა, აქედან გამომდინარე, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი - ეს არის მოკლევადიანი ასახვა“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით, ბოლო ერთ კვირაში ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით სამ თეთრზე მეტით გაუფასურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG