Accessibility links

site logo site logo

„ამერიკელი თალიბი“ ჯონ უოკერ ლინდი საპატიმროს ტოვებს


ამერიკელი ჯონ უოკერ ლინდი, რომელიც თალიბანის მხარეს ბრძოლისთვის დააპატიმრეს ავღანეთში 2001 წელს, 23 მაისს საპატიმროს ტოვებს.

38 წლის ლინდი, ცნობილი, როგორც „ამერიკელი თალიბი“, კარგი საქციელისთვის სამი წლით ადრე გაათავისუფლეს. მას 20 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

კალიფორნიაში დაბადებულმა ლინდმა 16 წლისამ მიიღო ისლამი და 2001 წელს თალიბანს შეუერთდა. 11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის ავღანეთში შეჭრის მერე ლინდი ავღანეთში დააპატიმრეს სხვა ასეულობით თალიბთან ერთად. ლინდის განთავისუფლება ხაზს უსვამს ფაქტს, რომ თითქმის 20 წლის შემდეგ აშშ-ის ომი თალიბანთან გრძელდება.

აშშ-ის ვეტერანი დიპლომატი, ზალმაი ხალილზადი აგრძელებს სამშვიდობოშეხვედრებს თალიბანთან. თალიბანს არ სურს ქაბულის მთავრობასთანმოლაპარაკება, რადგან მას მარიონეტულად თლის და განაგრძობს ძალის გამოყენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG