Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


გორის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის დედას.

არასრულწლოვანი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატიც.

ადვოკატის თანახმად, ბრალდებული არასრულწლოვანი არ აღიარებს ბრალს და იყენებს დუმილის უფლებას. ბრალდების განცხადებით კი ბრალის აღიარების შესახებ იგი არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს.

წინასასამართლო სხდომა 16 წლის მ.შ-ს საქმეზე 28 ივნისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG