Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთში ავტო ცისტერნაში დამალული ორი მიგრანტი მოკვდა


სერბეთის ხელისუფლების თანახმად, ორი მიგრანტი მოკვდა და ორი სხვა მძიმე მდგომარეობაშია მას მერე, რაც ისინი სატვირთო ავტო ცისტერნაში იმალებოდნენ უნგრეთის საზღვრის მახლობლად.

მიგრანტები აღმოაჩინეს 21 მაისს, ჩრდილოეთ სერბეთში, როცა ცისტერნის მძღოლმა ცისტერნა გახსნა და ოთხი გონება დაკარგული ადამიანი ნახა.

ნოვი სადის საავადმყოფოს ოფიციალურმა პირებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ისინი უჰაერობაში იყვნენ ცისტერნაში, სადაც ტემპერატურაც მაღალი იყო. ერთი პირი 22 მაისს გარდაიცვალა, მეორე 23-ში. ორი მიგრანტი ინტენსიურ მკურნალობას გადის.

სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სულ მცირე ორი მიგრანტი ავღანეთიდანაა. ათასობით მიგრანტი ცდილობს ბალკანეთის გავლით დასავლეთში ჩაღწევას. ოთხ ათასამდე მიგრანტი სერბეთში ჩარჩა მას მერე, რაც ევროკავშირმა ეს მარშრუტი ბალკანეთის გავლით, გადაკეტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG