Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამერიკელმა თალიბმა“ ჯონ უოკერ ლინდმა საპატიმრო დატოვა


ამერიკელმა ჯონ უოკერ ლინდმა, რომელიც თალიბანის მხარეს ბრძოლისთვის დააპატიმრეს ავღანეთში 2001 წელს, 23 მაისს საპატიმრო დატოვა.

38 წლის ლინდი, ცნობილი, როგორც „ამერიკელი თალიბი“, კარგი საქციელისთვის სამი წლით ადრე გაათავისუფლეს. მას 20 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. კალიფორნიაში დაბადებულმა ლინდმა 16 წლისამ მიიღო ისლამი და 2001 წელს თალიბანს შეუერთდა.

11 სექტემბრის თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის ავღანეთში შეჭრის მერე ლინდი ავღანეთში დააპატიმრეს სხვა ასეულობით თალიბთან ერთად.

ლინდის განთავისუფლება ხაზს უსვამს ფაქტს, რომ თითქმის 20 წლის შემდეგ აშშ-ის ომი თალიბანთან გრძელდება. აშშ-ის ვეტერანი დიპლომატი, ზალმაი ხალილზადი აგრძელებს სამშვიდობო შეხვედრებს თალიბანთან. თალიბანს არ სურს ქაბულის მთავრობასთან მოლაპარაკება, რადგან მას მარიონეტულად თლის და განაგრძობს ძალის გამოყენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG