Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორობა 9 კანდიდატს სურს


24 მაისს, 18 საათზე დასრულდა განაცხადების მიღება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსისთვის.

ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოში რადიო თვისუფლებას უთხრეს, რომ სულ 9 კანდიდატის განაცხადი მიიღეს:

დავით ჩხარტიშვილი - გაზეთ „აჭარის“ ყოფილი რედაქტორი;

გიორგი წულაია - აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამის ყოფილი წამყვანი;

ირმა ზოიძე - საგამოძიებო სტუდიის REC-ის დამფუძნებელი;

გიორგი კოხრეიძე - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;

მერაბ წულუკიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ბიუროს ჟურნალისტი;

შოთა(ბაჩო) გურაბანიძე - აჭარის ტელევიზიის პროდიუსერი;

ნათია ზოიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

ნუგზარ(ბაჩუკი) ჩხეიძე - საზოგადოება „ბათუმელის“ წევრი;

თორნიკე მჟავანაძე - აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, ნატა იმედაიშვილის ინფორმაციით, კანდიდატებზე საბჭო იმსჯელებს 27 მაისს დანიშნულ სხდომაზე და მათი საბუთების გადახედვის შემდეგ კენჭისყრით შეარჩევენ მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს.

მეორე ტური ითვალისწინებს გასაუბრებას, რომელიც ნატა იმედიშვილის თქმით, 29 ან 30 მაისს გაიმართება. საბოლოოდ მრჩეველთა საბჭო ფარულ კენჭისყრას გამართავს და გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უმრავლესობას მიიღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 19 აპრილს, მრჩეველთა საბჭომ დირექტორს, ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. ფარული კენჭისყრისას იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა საბჭოს ხუთიდან ოთხმა წევრმა.

ნათია კაპანაძემ მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG