Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მეჩეთზე თავდასხმისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ცნობილი სასულიერო პირი


სამი ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირი დაიღუპა ქაბულის მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს მოწყობილი აფეთქებისას.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ მოკლული სასულიერო პირი, მაულავი რაიჰანი, ცნობილი იყო, როგორც ავღანეთის მთავრობის მხარდამჭერი. ის ხშირად მონაწილეობდა ტელეპროგრამებში რელიგიურ თემებზე.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, ბომბი, სავარაუდოდ, დამონტაჟებული იყო მიკროფონში, რომელსაც ლოცვის დროს იყენებდა მაულავი რაიჰანი.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, მაგრამ თალიბებიც და ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოც“ ხშირად აწყობენ თავდასხმებს ქაბულში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG