Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯს ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები დაათვალიერებენ


დავით გარეჯის ტერიტორიას აზერბაიჯანელი და ქართველი ექსპერტები ერთობლივად დაათვალიერებენ - ასეთია საზღვრის სადელიმიტაციო ერთობლივი კომისიის მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით:

  • მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ადგილზე ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე, ექსპერტების დონეზე;
  • მხარეები შეთანხმდნენ მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტებისა და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან;
  • მხარეები შეთანხმდნენ კომისიის მორიგი სხდომის ქ. თბილისში გამართვის თაობაზე. თარიღი შეთანხმებული იქნება დიპლომატიური არხებით;
  • განხილულ იქნა სახელმწიფო საზღვრის გავლების საკითხები და ასევე მოხდა ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთის დეტალური განხილვა.

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა 2019 წლის 23-24 მაისს ბაქოში გაიმართა.

საგარეო უწყების ცნობით, ქართული მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია; ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG