Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი დამატებით 1500 ჯარისკაცს აგზავნის ახლო აღმოსავლეთში


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი 1500 ჯარისკაცს აგზავნის ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტინგენტის გასაძლიერებლად. ტრამპის განმარტებით, ეს სამხედროები „ძირითადად, დამცავ“ როლს შეასრულებენ.

გადაწყვეტილების ფონია დაძაბულობა ირანთან აშშ-ის ურთიერთობაში.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ იმავე დღეს, 24 მაისს განაცხადა, რომ ვაშინგტონი აპირებს 8,1 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვას საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იორდანიისათვის „ირანის აგრესიის შესაკავებლად“.

ტრამპის ადმინისტრაცია სულ უფრო ამკაცრებს ირანის მიმართ თავის პოზიციას. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირველად დაადანაშაულეს ირანი და მისი მოკავშირეები არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირთან ტანკერების დაბომბვასა და ერაყში სარაკეტო იერიშის მოწყობაში.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა „საერთაშორისო მშვიდობისათვის ... უკიდურესად სახიფათო“ უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG