Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკოს ბლოკმა წინასაარჩევნოდ სახელი შეიცვალა


უკრაინაში წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ, სახელწოდება შეიცვალა ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, პოლიტიკურმა პარტიამ.

24 მაისის ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „პეტრო პოროშენკოს ბლოკს“ დაერქვა „ევროპული სოლიდარობა“.

არჩევნების თარიღის გარშემო ჯერ-ჯერობით გაურკვევლობაა.

ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზეოენსკიმ 20 მაისს ინაუგურაციაზე გამოაცხადა, რომ პარლამენტს დაითხოვს და ივლისში დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

მანვე მოითხოვა არჩევნების მხოლოდ პარტიული სიებით, ანუ პროპორციული სისტემით ჩატარება, რადგან მაჟორიტარების არჩევა, მისი აზრით, ხელს უწყობს კორუფციას. მაგრამ 22 მაისს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მხოლოდ 92 დეპუტატი მიემხრო ამ წინადადების განხილვას - გაცილებით ნაკლები 226-მანდატიდან უმრავლესობაზე, რომელიც საჭიროა დღის წესრიგში საკითხის შესატანად.

საპარლამენტო არჩევნები, გეგმით, ოქტომბერში უნდა გაიმართოს. მაგრამ ვადამდელი კენჭისყრა ზელენსკის მისცემდა შანსს, გაიმყაროს პოზიცია და გვერდზე გაწიოს პოროშენკოს მოკავშირეები.

41 წლის ზელენსკიმ დიდი უპირატესობით დაამარცხა პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 21 აპრილის ტურში.

პოროშენკოს მხარდაჭერის კლების მიზეზებად სახელდება უკრაინელების უკმაყოფილება კორუფციითა და ცხოვრების პირობების გაუარესებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG