Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“ აცილებას უცხადებს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელს


ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ აცილებას უცხადებს საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას.

ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

გვარამიას ინფორმაციით, ჭანტურია ინსტრუქციებს იღებს ხელისუფლებისაგან, როგორ უნდა იმოქმედოს "რუსთავი 2"-ის საქმეზე. "მიმდინარეობს ორკესტრირებულად დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების", განაცხადა გვარამიამ.

2017 წლის მარტში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმხილველმა პალატამ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის მოთხოვნა და უვადოდ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოცხადდა. გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა მანამდე, სანამ საქმეზე გადაწყვეტილებას თავად სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს.

როგორც ნიკა გვარამიამ 25 მაისს გამოაცხადა, რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებიდან გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს, სტრასბურგის სასამართლო კოლეგიამ განიხილა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული გადწყვეტილების პროექტი. პროექტი დაიწუნეს და უკან დაუბრუნეს მომხსენებელს, გარკვეული შენიშვნებით.

გვარამიამ სამოსამართლო ეთიკის უხეში დარღვევა უწოდა ჭანტურიას მიერ იუსტიციის სამინისტროსათვის ამ ინფორმაციის მიწოდებას, რის გამოც სამაუწყებლო კომპანია მას აცილებას უცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG