Accessibility links

site logo site logo

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 26 მაისთან დაკავშირებით მისალოც ტექსტს ქართულ ენაზე, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„გულითადად ვულოცავ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ სომხურ-ქართული ამჟამინდელი მაღალი დონის ურთიერთობები მომავალშიც ჩვენი ხალხების ინტერესებს მოემსახურება“, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნების საგარეო უწყებები და დიპლომატიური წარმომადგენლობები. ერთ-ერთი პირველი, ვინც ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე იყო.

დღეს, ერევანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ხუთჯვრიანი დროშებიც გამოჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG