Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა


გორის სასამართლოს შენობა
გორის სასამართლოს შენობა

გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

თავად ნებიერიძემ საბოლოო სიტყვის დროს თქვა, რომ მკვლელობა არ ჩაუდენია და დამნაშავედ უნდა ცნონ მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

ნანიკო ბერიაშვილი გორში 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. რამდენიმე საათის შემდეგ სამართალდამცავებმა ბავშვის ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირთან აღმოაჩინეს. პოლიციამ მალევე დააკავა წარსულში ნასამართლევი, 33 წლის იაგო ნებიერიძე. მას ბრალი წაუყენეს სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG