Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას გამოეთიშა


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსზე გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა. მსოფლიოს რეიტინგში მე-16 ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი 79-ე ჩოგანს - არგენტინელ იგნასიო ლონდეროს დაუპირისპირდა და... შეხვედრა საათნახევარში ისე წააგო, მეტოქეს ერთი სეტიც ვერ აუღო - 4:6 1:6 3:6.

საფრანგეთის ღია პირველობაზე ბასილაშვილი მე-15 ნომრად იყო განთესილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG