Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ აქვს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და "უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არანაირი თანამდებობისკენ არ ისწრაფვის

„მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს, რადგან უკვე ყველა თანამდებობაზე ვიყავი და ყველაფერი ვნახე. ძალიან ფრთხილი ვიქნები, სანამ რამეს დავთანხმდები. ეს უკვე გავიარე და ვიცი, როგორ ხდება. მე არანაირი თანამდებობისკენ არ ვისწრაფი“ - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის 112-ე ტელეარხს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს 28 მაისს აღუდგინა წინა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ 2017 წელს ჩამორთმეული მოქალაქეობა. სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს, საღამოს ბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG