Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილი: ზელენსკიმ გაბედული ნაბიჯი გადადგა


საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, 28 მაისს რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან საუბარში "გამბედავი და ღირსეული პრეზიდენტის გაბედული ნაბიჯი" უწოდა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ.

სააკაშვილი რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს სკაიპის მეშვეობით, პოლონეთიდან ესაუბრა და მიესალმა ზელენსკის მიერ მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს მხრიდან სააკაშვილისთვის ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენას. მისი თქმით, პოროშენკოს გადაწყვეტილება მისთვის მოქალაქეობა წაერთმია იყო "უღირსი პრეზიდენტის ლაჩრული ნაბიჯი". სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა თავის მხარდამჭერ უკრაინელებს და განაცხადა, დარწმუნებული ვარ უკრაინაში ბევრს არ სურს ჩემი დაბრუნებაო. მისი თქმით, ზელენსკის გადაწყვეტილება მისთვის "ძალიან სწრაფად" დაებრუნებინა უკრაინის მოქალაქეობა მის "ხასიათზე" მეტყველებს.

სააკაშვილის პრესმდივანმა, ტანია ბაჰრანოვსკამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის კიევში დაბრუნებას 29 მაისს გეგმავს ვარშავიდან. "კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არ მაქვს პირადი პროფესიული ამბიციები" - უთხრა საააკაშვილმა რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია უკრაინის წარმატება. "[კიევში] სახლში ვბრუნდები და შემდეგ ვნახოთ რა იქნება" - აცხადებს ის და დასძენს: "კონსულტაციებს გამართავ. ხალხს დაველაპარაკები".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG