Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალურ მოძრაობას" ფოთის პორტის შესახებ ეკონომიკის მინისტრის განმარტების არ სჯერა


რომან გოცირიძე

ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს არ სჯერა, რომ ეკონომიკის მინისტრმა არ იცოდა, რა დოკუმენტი გაიცა ფოთში პორტის მშენებლობისთვის.

"წარმოუდგენელია, რომ ორ რიცხვში გაცემული ნებართვა, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოს სტრატეგიულ პროექტს(ანაკლიის პორტი) აჩერებდა, არ ცოდნოდა პრემიერ-მინისტრს, ბუნებრივია, ივანიშვილს - ყველაფერი ივანიშვილისგან მოდის - არ ცოდნოდა ქალბატონ თურნავას“ - უთხრა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.

მას პრეტენზია აქვს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მიმართაც.

„ბატონი ქობულიაც კარგი ვირეშმაკა გამოდგა. აქ მოვიდა და თავი მოისაწყლა. განაცხადი შეტანილი იყო ოქტომბრის თვეში და ქობულიამ ძალიან კარგად იცოდა" - თქვა რომან გოცირიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის შეფასებით, მთავრობა სწორედ ფოთის პორტის მექანიზმით აპირებდა ანაკლიის პროექტის ჩაგდებას.

„მთავრობამ უკან დაიხია. ძალიან უხეშად გამოუვიდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება. მას მოჰყვებოდა ძალიან დიდი და სერიოზული საერთაშორისო რეზონანსი. წარმოუდგენელია, რომ ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა მინისტრს და არ სცოდნოდათ მთავრობაში“ - განაცხადა გოცირიძემ. მისივე თქმით, „მოხსნეს უდანაშაულო ადამიანი, ვინმე კაკაურიძე,“ რომელმაც კეთილი უნდა ინებოს, პარლამენტში მივიდეს და ახსნას, "რა მოხდა და რატომ არის განტევების ვაცი.“

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს, 30 მაისს უარყო, რომ გაცემული იყო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა. თურნავას განცხადებით, რეალურად საუბარია მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტზე, რომელიც მთავრობასთან შეუთანხმებლად გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით. სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG