Accessibility links

site logo site logo

მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თერთმეტი სპორტსმენით გამოვა


საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გამოაქვეყნა იმ ძიუდოისტთა სია, რომლებიც სამიოდ კვირაში მინსკში ჩავლენ და მეორე ევროპულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. ბელორუსიის დედაქალაქი ევროპულ თამაშებს 21-30 ივნისს უმასპინძლებს. ძიუდოში კი მედლები 22-25 ივნისს გათამაშდება.

ვაჟთა შორის, საქართველოს ნაკრები ცხრაკაციანი შემადგენლობით ჩაებმება კონკურენციაში. ტატამზე გავლენ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (ორივე 66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ლუკა მაისურაძე (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ). ქალებში კიმონოს ორი ქართველი ძიუდოისტი მოირგებს: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG