Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ლატარია: ნანა კოსტავას შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოება უახლოეს საათებში შეიტყობს


„საკრებულოში ვმსჯელობთ თუ როგორ და რა ფორმით უნდა გაეცეს პასუხი საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას ფეისბუკის პოსტს და საზოგადოება უახლოეს დღეებში, საათებში შეიტყობს ჩვენს გადაწყვეტილებას“ - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ის გაეცნო ნანა კოსტავას პოსტს სოციალურ ქსელში, რომელიც მისთვის მიუღებელია: „ქალბატონო ნანა „ქართული ოცნების“ წევრია და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს თუ რა ფორმით და როგორ გაეცემა ამ ყველაფერს პასუხი. უახლოეს საათებში ექნება საზოგადოებას ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი. ერთს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის წუხს და ბოდიშს უხდის ოჯახს და მას თავისებური ახსნა აქვს, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო“.

ჟურნალისტების კითხვაზე, სარწმუნო არის თუ არა მისთვის ნანა კოსტავას განმარტება, ნიკოლოზ ლატარია პასუხობს: „აუცილებლად იქნება შესაბამისი პასუხი მის მიმართ“.

28 მაისს ნანა კოსტავამ ფეისბუკის გვერდზე ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, ბლოგერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა და ნიშნის მოგებით მიმართა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG