Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის დროებით კანცლერად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დანიშნეს


ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი.
ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი.

ბრიგიტე ბირლაინი, ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დაინიშნა ამ ქვეყნის დროებით კანცლერად. თანამდებობაზე ბირლაინი რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვან დერ ბელენმა დანიშნა.

ბირლაინი ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ავსტრიის მთავრობას ჩაუდგა სათავეში. ის თანამდებობაზე დარჩება სექტემბრამდე, როცა ამ ქვეყნის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ბირლაინმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად აირჩევენ ალექსანდერ შელენბერგს.

27 მაისს ავსტრიის პარლამენტმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა კანცლერ სებასტიან კუნცს და მთელ მთავრობას, რაც მოჰყვა ვიცე-კანცლერის, ჰაინც-ქრისტიან შტრახეს გადადგომის გამო გამოწვეულ პოლიტიკურ კრიზისს.

შტრახე გადადგა 18 მაისს, როცა გერმანიის მედიით გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თითქოს მოლაპარაკება მიმდინარეობდა ფულის მიღების შესახებ ქალისაგან, რომელიც თავს უწოდებდა „იგორ მაკაროვის, რუსი ოლიგარქის, პუტინის ახლობლის ძმისშვილს“. როგორც გაზეთი „კრონენ-ცაიტუნგი“ იტყობინებოდა, "ძმის შვილის" როლი ითამაშა ბოსნიელმა სტუდენტმა, რომელსაც ფული გადაუხალეს ვიდეოში მონაწილეობისთვის.

ამ საუბრის ორგანიზება აღიარა ვენელმა ადვოკატმა. შეხვედრაზე განიხილავდნენ ავსტრიის საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთის მხრიდან შტრახეს პარტიის დაფინანსების მიღების თემას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG