Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე


თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის დეკემბერში მომხდარი ჩხუბის შედეგად არასრულწოვნების, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ორი პირის, გ.ბ-ს და გ.ჯ-ს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენით, გ.ბ. დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და 10 წლით და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გ.ჯ. მსჯავრდებულია დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის და მისჯილი აქვს 9 წლით და 9 თვით პატიმრობა. შესაბამისად, ამ განაჩენის მიხედვით დაუდგენელია დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე.

თავის მხრივ, პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქციები დაიწყო დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. ის საგამოძიებო სტრუქტურებს ადანაშაულებს შვილის რეალური მკვლელების მფარველობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG