Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუ ყველაფერს მართავს ცენტრიდან, მით უფრო დიდხანს იქნება ხელისუფლებაში"


არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას და მისგან ითხოვენ წარმოადგინოს მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის საკითხებზე. განცხადებაში აღნიშნულია: „პრობლემად რჩება სამთავრობო პოლიტიკის ის ნაწილი, როცა სტრატეგიაზე მუშაობის პარალელურად, სხვადასხვა უწყებები ცდილობენ, მათთვის წამგებიანი, დოტაციური უფლებამოსილებები, ადეკვატური ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე გადასცენ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც რესურსები, არათუ ახალი, არამედ დღეს არსებული უფლებამოსილებების ხარისხიანად განხორციელებისთვისაც კი არ ჰყოფნით“. რა ხდება? რა უშლის ხელს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სრულყოფასა და ამ პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი საკითხის დარეგულირებას? ამ კითხვებს რადიო თავისუფლების ეთერში პასუხობს მაგდა პოპიაშვილი, „საქართველოს მედიაკლუბის“ თავმჯდომარე, ვებპორტალ „თვითმმართველობის დროა“-ს რედაქტორი: „რა ხდება და, როგორც ჩანს, კვლავ არ არსებობს პოლიტიკური ნება, როგორც არ არსებობდა წინა ხელისუფლების, იმის წინა ხელისუფლების დროს და ა.შ.. სამწუხაროა, რომ პროცესი ფერხდება. ერთი წლის წინ, ხელისუფლება რომ იწყებდა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობას, ჩვენ ექსპერტებმა ვთქვით - მოდით, კიდევ ერთხელ ვცადოთ და ჩავერთოთ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც შექმნა ხელისუფლებამ. სამი მიმართულებით იყო ეს ჯგუფები: მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების გაუმჯობესება, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაძლიერება, ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის საკითხები, რაც ყველაზე მწვავედ იდგა ყველა ხელისუფლების დროს. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ახლაც ვერ ირღვევა რაღაცები და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ვერც გაირღვევა მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ერთ ნაწილს ამის სურვილი აქვს და, მაგალითად, ვერ ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ მიმართულებით მცდელობებს აკლებს. როცა სტრატეგიის პირველი ვარიანტი მუშავდებოდა, გავედით სამინისტროსთან ერთად რეგიონებში, შევხვდით ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, შევხვდით ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს და აქტივისტებს და იქიდან წამოიღო სამინისტრომ ის საჭიროებები და წუხილი, რაც პირველ რიგში ქონებას და ფინანსებს უკავშირდებოდა“. მაგდა პოპიაშვილი დადებითად თვლის იმას, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, მერები ხმამაღლა ამბობენ სათქმელს და „არ უჭირთ ცენტრალური ხელისუფლებისთვის პრეტენზიების წაყენება: „მეორე საკითხია, როცა პრეტენზიას წამოგიყენებენ, შენ რას ახვედრებ. რა დაახვედრეს, მაგალითად, ამ ერთი კვირის წინ წყალტუბოში გამართულ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მეოთხე ფორუმზე, რომელიც მართლაც კარგი ფორმატია მოსაზრებების გასაცვლელად. მაგრამ, იქ აღმოვაჩინეთ, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მერებს უთხრა: ჯერ შვიდ განზომილებაში უნდა შეხედოთ თითოეულ ქონებას და ამის შემდეგ მოითხოვოთ მისი გადაცემაo. როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტრომ იცის ის შვიდი განზომილება რა არის“. იმავე ფორუმზე დედოფლისწყაროს მერს დაუჩივლია, წელიწადი და 3 თვე ვეხვეწებოდი ეკონომიკის სამინისტროს 35 კვადრატული მეტრის გადმოცემასო. ნაკვეთი იმისთვის დასჭირდა, რომ ერთ-ერთ სოფელში წყალმომარაგება გააკეთა და მილის ჩამკეტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე მოხვდა: „წელიწადი და 3 თვე იხვეწებოდა თვითმმართველობის არჩეული მერი და მან პასუხად არ უნდა მიიღოს, რომ ჯერ 7 განზომილებაში შეხედე, იქნებ ეს რაღაც დიდი საინვესტიციო პაკეტის პატარა ნაწილიაო”. მაგდა პოპიაშვილი და მისი თანამოაზრეები თვლიან, რომ ასეთი დამოკიდებულება „დაღუპავს თვითმმართველობას და ქვეყნის განვითარებას“. „დილის საუბრების“ სტუმრის აზრით, მნიშვნელოვანია ადამიანებს გაუჩნდეთ ინტერესი და სურვილი გაერკვნენ თვითმმართველობის საკითხებში, რადგან ეს მათი ყოველდღიური საჭიროებების მოგვარებას ეხება. ცოტა ხნის წინ მაგდა პოპიაშვილმა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ქონების შესახებ: „სასოფლო-სამეურნეო მიწის 338 ათასი ჰექტარი არის სახელმწიფოს საკუთრებაში. სიღნაღს მუნიციპალურ საკუთრებაში აქვს 0 ჰექტარი. სამაგიეროდ, 9961 ჰექტარი აქვს სახელმწიფოს. მაგალითად, ჩოხატაურში 50 ჰექტარი აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას და ისიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა იმისთვის, რომ ადგილობრივი საჭიროებები დააკმაყოფილოს - მაგალითად, მოაწყო

XS
SM
MD
LG