Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანმა ღიმილისმომგვრელი უწოდა ბახტაძე-ზელენსკის შეხვედრასთან დაკავშირებულ ვერსიას


დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ბრიუსელში ხანმოკლე, გაცნობითი შეხვედრა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„მათ ერთმანეთი გაიცნეს, ეს იყო და ეს. არასერიოზულია, რომ ასეთი მიღებების დროს მნიშვნელოვან თემებზე იყოს საუბარი. ეს დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა“ - უთხრა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე მიიწვია ამერიკის ელჩმა ევროპის კავშირში გორდონ სონლანდმა, რომელიც მამუკა ბახტაძის პირადი მეგობარი და საქართველოს დიდი მეგობარია.

ზალკალიანის განმარტებით, ამერიკელმა დიპლომატმა მიღება გამართა დამოუკდებლობის დღემდე ერთი თვით ადრე, რადგან ბრიუსელიდან მიემგზავრება.

„ვინაიდან მამუკა ბახტაძე მიემგზავრებოდა ამერიკაში, მოხდა შეთანხმება, რომ ბრიუსელის გავლით და ამ მიღებაზე დასწრების შემდეგ, პრემიერი გაემგზავრებოდა აშშ-ში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიმილისმომგვრელი, არასერიოზული სპეკულაციები უწოდა ვერსიას, რომელიც ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ჩასვლას მოჰყვა.

4 ივნისს, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ ბრიუსელში მყოფ მამუკა ბახტაძეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა სურდა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილზე სასაუბროდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG