Accessibility links

site logo site logo

რიგგარეშე არჩევნების პირველსა და მეორე ტურებს შორის "ქართულმა ოცნებამ" 200 000 ლარის შემოწირულება მიიღო


19 მაისს ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის ანგარიშზე თანხა 4 ფიზიკურმა პირმა გადარიცხა და მათმა შეწირულმა თანხამ 200 000 ლარი შეადგინა. ზაურ ცხადაძე, კახაბერ ჯაფარიძე, ოთარ გოგავა და ამინადარ მაჩაიძე “ქართულ ოცნებას” თანხებს გასულ წლებშიც წირავდნენ. მათგან ყველაზე მეტი, 180 000 ლარი ზაურ ცხადაძეს აქვს პარტიისთვის შეწირული.

ოთხივე შემომწირველი დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG