Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი და მაკრონი ნორმანდიაში ჯარების გადასხმის 75-ე წლისთავის ცერემონიაზე


6 ივნისს მეორე მსოფლიო ომის 170-ზე მეტი ვეტერანი შეიკრიბა საფრანგეთის ნორმანდიის მხარეში, კოლვილ-სურ-მერში, სადაც გაიმართა ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 75-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია. ცერემონიაზე პატივი მიაგეს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ გამარჯვებაში. 6 ივნისს ცერემონიაზე ვეტერანებს შეხვდნენ საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი. დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი და პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დაესწრნენ მემორიალურ ცერემონიას ახლომდებარე ქალაქ ბაიეში.

XS
SM
MD
LG