Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელენე ხოშტარია: ვნახეთ ზეწოლა, გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირება და გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირება


ელენე ხოშტარიამ მთაწმინდაზე რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის წინ ნინო გოგუაძესთან ერთად ბრიფინგი გამართა და წინასააარჩევნო გარემო შეაფასა.

"მთაწმინდელი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, როდესაც გგონია, რომ სიძულვილის დათესვით, ტყუილების მოგონებით აიძულებ, მიაცემინო ხმა სასურველი კანდიდატისთვის," - თქვა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ, რომელმაც ისაუბრა ასევე "სამართლიანი არჩევნების" ანგარიშზე, სადაც საუბარია არჩევნების წინ facebook_ზე გავრცელებულ დისკრედიტაციულ კამპანიაზე.

„პირველ ტურში ჩვენმა ღირსეულმა კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ მიაღწია ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას. კამპანია, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიხილეთ, იყო ძალიან ბინძური, სადაც შეშინებული ხელისუფლება მიდიოდა ყველაფერზე. ჩვენ ვნახეთ ბანერებით შეშინებული მერია და „ქართული ოცნება“, რომელიც გავარდა, ჩამოხია შალვა შავგულიძის ბანერი და ამაზე მიიღო ღირსეული პასუხი მთაწმინდის ამომრჩევლისგან. ჩვენ ვნახეთ პატიმარი ადამიანით სპეკულირება ოქროყანაში და მეასე დაპირება, რომ ამ არჩევნების მერე გამოუშვებენ ამ ადამიანს, თუ მიიღებენ ხმებს. ვნახეთ ზეწოლა, გაჭირვებული ადამიანებით მანიპულირება, ასევე, გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირება, რაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა“, - თქვა ელენე ხოშტარიამ 8 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG