Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა შავგულიძემ ამომრჩევლებს 9 ივნისის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა


ბლოკ "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ამომრჩევლებს მოუწოდა, იაქტიურონ 9 ივნისის არჩევნებში. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ შეძლებს "მაქინაციებით" გაანეიტრალოს მასობრივად გამოხატული ხალხის ნება.

"არჩევნები, ეს მართლაც არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პროცესი, რა დროსაც ხალხი უშუალოდ ირჩევს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მთაწმინდაზე ხვალ ასეთი დღეა. რაც შეეხება მოლოდინებს, მინდა, მივმართო მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველს, სწორედ ამ მოლოდინიდან გამომდინარე, რომ ვისაც მიგვაჩნია, საჭიროა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, არ ვართ წინააღმდეგი, რომ ეს მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან დაიწყოს, ამისთვის ამ ნების გამოხატვაა საჭირო", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG