Accessibility links

site logo site logo

ლინას ლინკევიჩიუსი: ლიეტუვა არ აღიარებს "არჩევნებს" ცხინვალის რეგიონში


ლინას ლინკევიჩუსი

„ლიეტუვა არ აღიარებს ‘არჩევნებს’ ცხინვალის რეგიონში და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინსტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა. ეს განცხადება მან ტვიტერში გააკეთა საკუთარ გვერდზე.

„დღეს ცხინვალის რეგიონში, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს, ე.წ. არჩევნები ტარდება. ლიტვა არ აღიარებს „არჩევნებს“ და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, წერს ლინკევიჩიუსი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნები 77 უბანზე მიმდინარეობს, აქედან ერთი უბანი მოსკოვში, ერთი კი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმშია გახსნილი.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „საპარლამენტო არჩევნებს“ 70-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG