Accessibility links

ახალი ამბები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დანიასთან სტუმრად დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი წარუმატებელი თამაში ჩაატარა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი კოპენჰაგენში დაუპირისპირდა დანიის ნაკრებს და 1:5 წააგო. ქართველთაგან ერთადერთი გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა 25-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 გახდა.

ოთხი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და ჯგუფში მხოლოდ უქულო გიბრალტარს უსწრებს. ლიდერი ირლანდიაა ათი ქულით. დანიას ხუთი ქულა მოუგროვდა, შვეიცარიას - ოთხი.

მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები ისევ დანიასთან გამართავენ - 5 სექტემბერს, თბილისში.

ყველა ახალი ამბავი

ცქიტიშვილი არ გამორიცხავს უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან ერთად ფრაქციის შექმნას

დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა 14 ნოემბერს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ დატოვა, ფრაქციის შექმნის საკითხზე საუბრობს.

„კონსულტაციები არ მაქვს არავისთან, ძირითადად ურთიერთობა მაქვს თამარ ხულორდავასთან და თამარ ჩუგოშვილთან. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ გამოიკვეთება ის ხალხი, ვისაც ერთნაირი აზრი და დამოკიდებულებები გვაქვს და არ გამოვრიცხავ, რომ ამან ფრაქციის ფორმა მიიღოს“, - თქვა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ.

15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვეს „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ.

შვედი პროკურორი ვერ წაუყენებს ბრალს ჯულიან ასანჟს გაუპატიურებისათვის

ჯულიან ასანჟი

შვედეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ არ ჩაატარებს წინასწარ გამოძიებას გაუპატიურებაში დადანაშაულებული „ვიკილიკსის“ დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის საქმეზე, ვინაიდან „მტკიცებულებები არ არის საკმარისად მყარი ასეთი საბრალდებო დასკვნის წარსადგენად“, - განუცხადა 19 ნოემბერს ჟურნალისტებს შვედეთის მთავარი პროკურორის მოადგილემ, ევა-მარი პერსონმა.

ამ გადაწყვეტილების ფონია შვედეთის სასამართლოს ივნისის დადგენილება, რომლის თანახმად, 48 წლის ავსტრალიელი არ უნდა იყოს დაპატიმრებული.

ასანჟი, რომელიც ამჟამად ლონდონის ციხეში იმყოფება, უარყოფს მის წინააღმდეგ 2010 წელში წარდგენილ ბრალდებას.

„ვიკილიკსის“ დამფუძნებელი, რომელიც 2012 წლიდან თავს აფარებდა ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს, გაურბის შვედეთში ექსტრადიციას.

2019 წლის აპრილში ეკვადორმა ასანჟს შეუწყვიტა დიპლომატიური თავშესაფრის უფლება, ხოლო ბრიტანეთის პოლიციამ ის დააკავა. ამის შემდეგ მალე ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟს 50 კვირით პატიმრობა მიუსაჯა გირაოთი გათავისუფლების პირობების დარღვევისთვის.

აშშ-ში ასანჟს 18 ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება.

ასანჟი უფრთხის აშშ-ში ექსტრადირებას, რადგან შიშობს, რომ WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებენ და სიკვდილით დასჯიან.

ზუკა ბერძენიშვილის და სხვა 5 დაკავებულის სასამართლოც გადაიდო

„მონებო", „ ვალერიან მონა"- ამ შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ აქციის დროს დაკავებულთა ახლობლები თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის მიერ პროცესის 1 საათით გადადებას.

მოსამართლეს დაკავებულთა მხარდამჭერები პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, რათა რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას ვერ შეუერთდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელიც დამატებითი მტკიცებულების მოპოვების მიზეზით გადაიდო.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის საქმეებს.

მანამდე, იმავე მოსამართლემ 2 საათით, 17:00 საათამდე გადადო 18 ნოემბერს დაკავებული 37 პირიდან კიდევ ერთი ექვსეულის სასამართლო პროცესი, რომელიც ამ დრომდე არ განახლებულა. ესენი არიან: გიგა მაქარაშვილი, პაატა სოსანაშვილი, ირაკლი ნადირაძე, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი და დავით მჟავანაძე.

ამ წუთებში სასამართლოში მესამე ექვსეულის პროცესი მიმდინარეობს.

გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

18 ნოემბერს პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი - ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა 37 პირი. მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, 20 ივნისის აქციის ძალით დაშლისას დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი და პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად. 18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნისა და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.

შსს: სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში არის ტყის ხანძრის 7 კერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა - სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში.

სამსახური თითოეული ადგილის შესახებ დეტალურ ცნობას ავრცელებს:

„- სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

- სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

- რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარზე გავრცელებული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია 30-მდე მეხანძრე-მაშველი და სახანძრო ავტოტექნიკა.

- რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ხიდაშელების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 60-მდე მეხანძრე-მაშველი, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

- რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 60-მდე მეხანძრე-მაშველი, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

- აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს, მიმდინარეობს კერების სალიკვიდაციო სამუშაოები, ადგილზე მუშაობს 45 მეხანძრე-მაშველი.

- სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი სალხინოს მიმდებარედ, ფერდობზე იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ტერიტორია არის სახანძრო ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე. დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი“.

განცხადების თანახმად, ხანძრის კერებთან, ადგილებზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.

„თქვენმა შესაძლო დაუდევრობამ შესაძლებელია, ბუნებას დიდი ზიანი მიაყენოს.

ცხელი ზაფხულის შემდეგ, საქართველოში შემოდგომაც მშრალი ამინდებით გამოირჩევა. შედეგად, ტყის ქვედა საფარი გამომშრალია, რაც ცეცხლის სწრაფად გავრცელებას იწვევს. ამიტომ, მოგიწოდებთ, იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მხოლოდ ნოემბერში საქართველოს მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის 44 ფაქტი დაფიქსირდა: კახეთში 3, შიდა ქართლში 3, ქვემო ქართლში 9, სამცხე-ჯავახეთში 4, იმერეთში 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში 6, რაჭაში 3, აჭარაში 3, გურიაში 1. ჯამში, მათ სალიკვიდაციო სამუშაოებზე 1500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

18 ნოემბრის აქციის მონაწილე ამბობს, რომ აქციის დაშლისას ხელი მოტყდა

გიორგი მღებრიშვილი წყლის ჭავლით აქციის დაშლისას

18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ხელი დაშლისას მოიტეხა. მაჯის ორმაგი მოტეხილობა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტისა და პირველი სკოლის შუაში მდებარე ქუჩაზე ჩამოსვლისას მიიღო, როდესაც სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გაუშვეს. მისი თქმით, ჭავლის ძლიერმა ნაკადმა ის გადააგდო და ხელი ამ დროს დაუზიანდა.

„ამ მოტეხილი ხელით სადღაც 40 წუთი გავძელი კიდევ პარლამენტთან, მერე დამიჭირეს თავისუფლების მოედანზე აქციის რამდენიმე სხვა მონაწილესთან ერთად, გადაგვიყვანეს სამარშუტო ტაქსით თაბუკაშვილზე, პოლიციის სამმართველოსთან, სადაც გვიპოვა ელენე ხოშტარიამ. პოლიციაში ვერ გავარკვიეთ ჩვენი სტატუსი, დაკავებულები არ ვიყავით, მაგრამ პოლიციას ვყავდით აქ მანქანით გადმოყვანილები. პოლიციის ეზოდან გამოვიძახე სასწრაფო, რომელმაც გადამიყვანა "ამტელ ჰოსპიტალში".

სამარშუტო ტაქსიდან აქტივისტების გამოხსნა 18 ნოემბერს პირდაპირ ეთერში აჩვენა რამდენიმე ტელევიზიამ და ონლაინმედიამ, რომელთა კადრებშიც ჩანდა გიორგი მღებრიშვილი. ის ამ დროს უკვე ამბობდა, რომ ხელი დაზიანებული ჰქონდა და სტკიოდა. მაჯის ორმაგი მოტეხილობის შესახებ საავადმყოფოში უთხრეს.

გიორგი ამბობს, რომ აქციაზე დაშავებული უფრო მეტია, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილი ციფრებია და თვითონაც ერთ-ერთი მათგანია, რომელიც სამინისტროს სტატისტიკაში ვერ მოხვდა. ჯანდაცვის სამინისტრო აქციის დაშლის შემდეგ 3 დაშავებულზე საუბრობდა.

18 ნოემბერს გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციაზე დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის - ორი პოლიციელი.

18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა 16:00 საათის შემდეგ დაიწყო. აქცია პარლამენტთან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემააზე გადასვლას ისახავდა მიზნად. დაშლისას დააკავეს აქციის 37 მონაწილე.




უამინდობის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააუქმა ვიზიტი დონბასში

ჰეიკო მაასი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა, უამინდობის გამო გააუქმა 19 ნოემბრისათვის დაგეგმილი ვიზიტი დონბასის კონფლიქტის ზონაში. „დოიჩე ველეს“ თანახმად, გერმანელი მინისტრი აპირებდა მოენახულებინა გამყოფი ხაზი მომავალ თვეში დაგეგმილი „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის წინ, რომელზეც გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები იმსჯელებენ სისხლისმღვრელი კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე.

ამასთან, ჰეიკო მაასი კიევში შეხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვადიმ პრისტაიკოსა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მათთან ერთად განიხილოს 9 დეკემბრის სამიტთან დაკავშირებული საკითხები.

„ნორმანდიის ოთხეულის“ ლიდერთა ბოლოს შეხვედრა 2016 წლის ოქტომბერში გაიმართა.

მომავალ სამიტს პარიზში უმასპინძლებს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

აღმოსავლეთ უკრაინაში სამთავრობო ჯარებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის 2014 წლიდან მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1,5 მილიონი კი დევნილად იქცა.

ექიმი: ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ვმკურნალობდი რუს ტყვეებს

ქირურგი-ორთოპედი ლევან ნაჭყებია იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომისდროინდელ მოვლენებს და აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იმ დროს თბილისში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმყოფებოდა და ეთნიკური ნიშნის მიუხედავად მკურნალობდა პაციენტებს.

„დასტურად იმისა, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საავადმყოფოში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არის ის ფაქტიც, რომ 2 რუს მფრინავებს ვიაჩესლავ მალკოვს და იგორ ზინოვს, რომლებიც ქართული ქალაქების დაბომბვის შემდეგ ჩამოაგდო ქართულმა მხარემ, ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ვმკურნალობდი, ეს მფრინავები წითელი ჯვრისა და შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადასცეს რუსეთს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქირურგი-ორთოპედი ლევან ნაჭყებია.

სამხედრო მფრინავები მაიორი იგორ ზინოვი და პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მალკოვი, ტყვედ 2008 წლის 9 აგვისტოს ჩავარდნენ, მას შემდეგ, რაც მათი საფრენი ბომბდამშენები ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ ცხინვალის მისადგომებთან ჩამოაგდო. ისინი 19 აგვისტოს მდინარე ლეხურას ხიდზე გადასცეს რუსულ მხარეს.

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში უკანონოდ მყოფი ექიმის, ვაჟა გარინდაშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ცხინვალში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა

ანდრეი ბაბიში და ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩეხეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ტარდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა კიევში, სადაც ჩეხეთ-უკრაინის ბიზნესფორუმი იმართება.

„ჩვენ ვხედავთ უკრაინაში ახალ პოლიტიკურ გარემოს, რომელსაც სერიოზული მხარდაჭერა აქვს უკრაინის საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს და, ცხადია, რეფორმებს, სხვადასხვა სფეროში რომ ტარდება“, - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ჩეხეთის ლიდერებს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით.

ორი წლის წინ ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა „ყირიმი დაკარგულად“ გამოაცხადა და გამოვიდა ინიციატივით, რომ ყირიმის სანაცვლოდ ევროკავშირს კიევისათვის შეეთავაზებინა „ფულადი კომპენსაცია ან ენერგომატარებლების მიწოდება“.

ამა წლის სექტემბერში კი ზემანმა პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა ჩეხურ არასამთავრობი ორგანიზაცია „ქვემო კარპატების რუსინების საბჭოს“, რომლებიც მხარს უჭერენ რუსინების მოთხოვნებს უკრაინის შემადგენლობაში ავტონომიის თაობაზე.

ამ შეხვედრის გამო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებისთვის დაიბარეს ჩეხეთის ელჩი, რომელმაც გაიმეორა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

აქციაზე დაკავებული 6 პირის სასამართლო 17:00 საათამდე გადაიდო

გუშინ აქციის დაშლის დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი 17:00 საათამდე გადაიდო.

სასამართლომ უნდა განიხილოს დაკავებულების გიგა მაქარაშვილის, პაატა სოსანაშვილის, ირაკლი ნადირაძის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის და დავით მჟავანაძის საქმეები.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რომ სხდომა მომდევნო დღისთვის გადადებულიყო.

ადვოკატების თქმით, ისინი არ იცნობენ საქმის მასალებს, სანახავია ვიდეომასალები და სხვა მტკიცებულებები, რისთვისაც დამატებითი დრო სჭირდებათ.

მოსამართლის გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ ადვოკატებმა მისი აცილება მოითხოვეს, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ გადაწყვეტილება „შსს-დან არის ნაკარნახევი“.

გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

18 ნოემბერს პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი - ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა 37 პირი. მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, 20 ივნისის აქციის ძალით დაშლისას დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი და პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად. 18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნისა და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.

არჩილ თალაკვაძე: ბატონი რომანი არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომს იქით ვერ მიდის

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა განაახლა და მუშაობა გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საშემოდგომო სესიაზე უნდა მიიღონ.

მათ შორის, თალაკვაძემ დაასახელა მიწის რეგისტრაციის ინიციატივა და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პედაგოგების, ექიმების, პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასის ზრდას და პენსიის მატებას.

„პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ ვერ შეუშლის და პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეებს“, - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარეს მედიამ ჰკითხა აზრი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზისთვის ბოქლომის დადების აქცია-პერფორმანსზე: „ბატონი რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია, ის არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის. როგორც ჩანს, თავისმა თანაპარტიელებმა მას სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა“.

არჩილ თალაკვაძის განცხადებითვე, პარლამენტის სხდომათა დარბაზს ვერავინ ჩაკეტავს და მომავალ კვირაში პლენარული სხდომა ჩვეულებრივად ჩატარდება.

18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად.

18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიცია სამოქმედო გეგმის განხილვას აგრძელებს

გიორგი ვაშაძე

„ბოქლომები კი არ უნდა გაჭრათ, გასაღები უნდა მოძებნოთ და ეს გასაღები არის სწორედ ხალხის ხელში, რომელიც თქვენგან პროპორციული არჩევნების ჩატარებას ითხოვს“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.

18 ნოემბერს, სამართალდამცავების მიერ პარლამენტის პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ გამართულ ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ მიიტანა პარლამენტის ჭიშკრიდან ჩამოხსნილი ბოქლომი და განაცხადა, რომ სურს ბოქლომი სიმბოლურად დაუბრუნოს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც იგი ქვეყნის პარლამენტს დაადო.

დღეს, 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ მადლობა გადაუხადა გუშინდელი აქციის ყველა მონაწილეს: „მშვიდობიანი, არაძალადობრივი საპროტესტო აქცია მოქმედებაშია და ვაგრძელებთ მოქმედებას. მინდა ყველა ოპოზიციურ პარტიას ვუთხრა, რომ ჩვენი ერთიანობა არის იმის განმაპირობებელი, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“.

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, დღეს გაიმართება ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა, რომელზეც სამოქმედო გეგმებს განიხილავენ.

„ჩვენ მივდივართ ჩვენი გეგმით. ეს არის მშვიდობიანი, საპროტესტო არაძალადობრივი მოქმედებები გამარჯვებისათვის და აუცილებლად ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენ მხარეს არის. პროტესტი საზოგადოებაში ძალიან მაღალია. ამ პროტესტს აქვს სხვადასხვა გამოხატვის ფორმები, მაგრამ ჩვენ მივდივართ მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ პროცესი შეუქცევადია: „ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იმართებოდეს ავტორიტარების მიერ, არ გვინდა, რომ საქართველო იყოს არადემოკრატიული ქვეყანა. კვლევებმაც აჩვენა, მოსახლეობის 78% მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოში ჩატარდეს პროპორციული არჩევნები. სწორედ ამის გეშინიათ თქვენ. არ გინდათ პროპორციული არჩევნები, რადგან ებღაუჭებით ხელისუფლებას. ეს არც ერთ შემთხვევაში არ გამოგივათ და მოგიწევთ აუცილებლად უპასუხოთ ხალხს“.

18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად.

18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.

რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო, ტექნიკურმა პერსონალმა საკეტი გაჭრა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო. მისი თქმით, აქ სხდომა არ ჩატარდება და „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომებს არ დაესწრება.

„არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას. როგორც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული. აქ სხდომა არ გაიმართება“, - თქვა დეპუტატმა დარბაზის ჩაკეტვისას.

რამდენიმე წუთში პარლამენტის ტექნიკურმა პერსონალმა დეპუტატის მიერ კარზე გაკეთებული საკეტი გადაჭრა.

სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, რუსეთმა დაარღვია ყოფილი „ბოლოტნაიას პატიმრების“ უფლებები

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ყოფილი „ბოლოტნაიას პატიმრების“, სერგეი უდალცოვისა და ლეონიდ რაზვოზჟაევის უფლებები. სასამართლოს თანახმად, რუსეთმა მათ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

უდალცოვი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე 2012 წელს მოწყობილი მიტინგისა, რომელიც ხელისუფლებამ დაარბია. მას 4,5 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯეს არეულობების ორგანიზების ბრალდებით. მან სრული ვადა მოიხადა და 2017 წელს გამოვიდა ციხიდან.

რაზვოზჟაევი უდალცოვის ერთ-ერთი თანამებრძოლია „მემარცხენე ფრონტში“. მისი თქმით, ის 2012 წელს რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელთა მიერ იქნა გამოყვანილი უკრაინიდან, სადაც თავშესაფრის თხოვნას აპირებდა. მანაც 4,5-წლიანი პატიმრობა მოიხადა და 2017 წელს გამოვიდა კოლონიიდან. როგორც რუსეთს, ისე უკრაინას აკისრებენ პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ სათანადოდ არ გამოიძიეს რაზვოზჟაევის განცხადება მისი მოტაცების შესახებ.

ქაბულმა მაღალი რანგის თალიბი პატიმრები გაათავისუფლა ორ დასავლელ პროფესორზე გასაცვლელად

ქაბულის ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორები, კევინ კინგი და ტიმოთი უიკსი

ორი დასავლელი პროფესორი, აშშ-ის მოქალაქე, კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი უიკსი 19 ნოემბერს გაათავისუფლეს ავღანეთში, ნაუბაჰარის ოლქში, ზაბულის პროვინციაში, რომელსაც თალიბანი აკონტროლებს. თალიბანთან პატიმრების გაცვლის შეთანხმების ჩარჩოში, პროფესორებზე გაცვლის მიზნით, ავღანეთის მთავრობამ გაათავისუფლა და ყატარში ჩაიყვანა თალიბანის მაღალი რანგის სამი წარმომადგენელი. AFP-ს მოჰყავს პოლიციის ოფიცრის სიტყვები, რომ პროფესორები აშშ-ის შვეულმფრენით წამოიყვანეს. კინგი და უიკსი სამი წლის განმავლობაში ჰყავდათ თალიბებს დაპატიმრებული.

წინა დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ესაუბრა ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის და „მასთან ერთად განიხილა სამი თალიბის გათავისუფლების შესახებ ღანის გადაწყვეტილების განხორციელების საფეხურები“, - იტყობინება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

ავღანეთის მთავრობა შეთანხმებას მიიჩნევს თალიბანთან უშუალო მოლაპარაკების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვან ნაწილად. თალიბანი ქაბულის რეჟიმს „მარიონეტად“ მიიჩნევს.

უნივერსიტეტის ორი პროფესორი, აშშ-ის მოქალაქე, 60 წლის კევინ კინგი და ავსტრალიელი, 48 წლის ტიმოთი უიკსი, თალიბანმა გაიტაცა 2016 წლის აგვისტოში. თალიბანის წყაროს თანახმად, მათ ცვლიან ჰაღანის ქსელის მეთაურის, სირაჯუდინ ჰაღანის ძმაზე, ანას ჰაღანისა და სხვა ორ ცნობილ თალიბზე.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს იდეა დაუწუნა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ არასწორი უწოდა ამავე ფრაქციის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას, მთლიანად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

„გამორიცხულია ამაზე საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ახლა მიდის კამათი, დისკუსია, რბილად რომ ვთქვათ, და მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ 2020 წლისთვის უნდა იყოს პროპორციული, ვადამდელი და ასე შემდეგ. ახლა, ამ ფონზე, არ მგონია, რომ სწორი იყოს საუბარი სხვა მოდელებზე - ამერიკულზე, ფრანგულზე, ბრიტანულზე, თუ ასე შემდეგ“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ხუნდაძემ არასწორი აზრი გაახმოვანა, რასაც სავარაუდოდ, გუნდის შიგნითაც ცხარე დისკუსია მოჰყვება: „გასაგებია, ყველა მოდელი, მათ შორის, ამერიკულიც, ბრიტანულიც არის ლეგიტიმური, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ შეიძლება, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირაკლი კობახიძე, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ამ სწორ გადაწყვეტილებას ჰქვია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა“.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2024 წელს საქართველო მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი სიცრუეს უწოდებს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას

ვაჟა გაფრინდაშვილი

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში უკანონოდ მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“.

ექიმის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი კვირის განმავლობაში არ დაუტოვებია ღუდუშაურის კლინიკა და ამას ადასტურებენ როგორც სხვა ექიმები, ასევე, საავადმყოფოს აღრიცხვის ბაზის მონაცემები. თამილა ლაფანაშვილის თქმით, პაციენტების სიმრავლის გამო, ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში ცოტა ხნით მისვლასაც კი ვერ ახერხებდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ღუდუშაურის კლინიკაც საგანგებო რეჟიმით მუშაობდა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ცხინვალში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.

მოსკოვის სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ პოლ უილენს წინასწარი პატიმრობა გაუგრძელა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სასამართლოს გადაწყვეტილება, აშშ-ის მოქალაქის, პოლ უილენისთვის წინასწარი პატიმრობის ვადის 29 დეკემბრამდე გაგრძელების თაობაზე. უილენს ჯაშუშობაში ედება ბრალი. 19 ნოემბერს გამართულ საკასაციო სასამართლოში აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითის ადვოკატმა მოითხოვა, რომ უილენისთვის წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალათ.

49 წლის უილენი 2018 წლის დეკემბერში დააპატიმრეს მოსკოვის სასტუმროში, მას გასაიდუმლოებული ინფორმაციის მოპოვებაში ედება ბრალი. უილენს ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს, რაც 20 წლამდე პატიმრობით ისჯება. უილენის ოჯახი აცხადებს, რომ მოსკოვში ის ქორწილზე დასასწრებად იყო ჩასული.

წარსულში უილენმა დაიჩივლა ციხეში ცუდი პირობებისა და მის მიმართ შეურაცხყოფის თაობაზე. უილენის ადვოკატი აცხადებს, რომ მის კლიენტს ოპერაცია ესაჭიროება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტი დაიწყო ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სამანევრო დახელოვნების ცენტრის მეთაურს, გენერალ-მაიორ ჰარი ბრიტოს და უსაფრთხოების ძალების პირველი მხარდამჭერი ბრიგადის მეთაურს, გენერალ სკოტ ჯექსონს შეხვდა. ამერიკელმა გენერლებმა ოფიცრებისა და სერჟანტების წვრთნებისა და ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურული განვითარების პრეზენტაცია გამართეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ქვეითთა ეროვნული მუზეუმის მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში და პატივი მიაგო ერაყის საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული ქართველი და ამერიკელი მშვიდობისმყოფელების ხსოვნას.

მემორიალზე ამოტვიფრულია კაპრალ ზურაბ გვენეტაძისა და ლეიტენანტ გიორგი მარგიევის სახელებიც.

„სწორედ ჩვენი მამაცი ჯარისკაცების წყალობით, დღეს აქ ამაყად ვდგავართ და მივისწრაფვით უფრო უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-13 ქვეითი ბატალიონის სამხედროები ზურაბ გვენეტაძე და გიორგი მარგიევი 2008 წლის 2 მაისს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის მახლობლად, სამხედრო ავტომობილის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.

გიორგი გახარია: მსგავსი ქმედებებისას პოლიცია გააკეთებს იგივეს

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მსგავსი ქმედებებისას, შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლას.

გიორგი გახარიას თქმით, პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ და ამაზე პასუხისმგებლობას თავადაც იღებს.

„სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, მეორდება ეს კითხვა ჩემთან მიმართებით, თუ ვინ გასცა ბრძანება. ადრე, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს არის, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი სიტყვებით, აქცია და პიკეტირება პარლამენტის ფუნქციონირებას უქმნიდა საფრთხეს.

„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის სრულად დაცული და თქვენ გახსოვთ, რამოდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდგომ, რაც რამოდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ და ბარიკადები იყო აღმართული, ბლოკირებული იყო პარლამენტის შენობა, პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტს და ხალხის არჩეულ დეპუტატებს, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ და რაც გააკეთეს, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებებისას, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს. გადაკეტილი ქუჩები ჩვენ ბევრ მოქალაქეს უქმნის პრობლემას, ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არის აბსოლუტურად მიუღებელი. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში კანონის ფარგლებში არის დაცული და არანაირი პრობლემა არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად. 18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნისა და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.

ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინებათ

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი წარედგინებათ. განცხადებას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:

2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა გააჩერეს „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გ.ბ.-ს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მარცხენა იღლიის არეში მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი ამირან რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.მომხდარი ფაქტის თობაზე, იმავე ღამით, ინფორმაცია მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს დავალება მისცა, გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე. ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და მასთან ერთად მანქანაში მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რის შემდეგაც საქართველოს იმჟამინდელი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.

ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულნი იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები: გ.ქ., ი.მ., კ.ა., ლ.დ. და ა.ბ. ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად გამოცხადდა გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე.

ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. ამ ეტაპზე საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით. ირალი ოქრუაშვილის ბრალდების შესახებ დადგენილება წარედგინება პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან ზურაბ ადეიშვილი თავს არიდებს ქართულ მართლმსაჯულებას, ბრალდების შესახებ დადგენილება გადაეცემა მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკაციაში ადანაშაულებს

ვაჟა გაფრინდაშვილი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დღეს, 19 ნოემბერს, გაავრცელა მორიგი განცხადება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ. ამ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არსებული მონაცემებით, „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებითვე, „გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს დილით, ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა სამხრეთ ოსეთთან მოსაზღვრე სოფელ საკორინთლოში, საიდანაც უკანონოდ გადაკვეთა საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილს დანიშნული ჰყავს სახელმწიფო ადვოკატი.

ამავე განცხადების თანახმად, ნოემბრის დასაწყისიდან დაკავებულია ე.წ. საზღვრის 40 დამრღვევი. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი „სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გახშირებულ შემთხვევებს“ უკავშირებს სოფელ წნელისთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსებას და უწოდებს „ერთი ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტებს, რაც მიმართულია ცნების - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის განადგურებისა და 2008 წლის აგვისტოს მთავარი პოლიტიკური შედეგების რევიზიისკენ“.

„მითითებული მიზეზის გამო, სამხრეთ ოსეთის პასუხი გაფრინდაშვილის და მისი კურატორების პროვოკაციულ ქმედებებზე დევს მხოლოდ სამართლებრივ სიბრტყეზე, მიმართულია რეციდივის და დაძაბულობის ესკალაციის არდაშვებისკენ და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ცხინვალში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.

ზურა ჯაფარიძე სასამართლოზე: ეს იქნება მორიგი კლოუნადა

თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პირთა პროცესი უნდა გაიმართოს, რომლებიც პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე 18 ნოემბერს დააკავეს.

პროცესის დაწყებამდე პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურამ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი პროცესი იქნება მორიგი კლოუნადა.

„დღეს იქნება მორიგი კლოუნადა, გავლილი მაქვს ეს არაერთხელ. მოვლენ პოლიციელები, რომლებიც მოყვებიან ზღაპრებს, ზღაპრები იქნება ისეთი შინაარსის, რომ თითქოს ჩვენ რაღაცები დავარღვიეთ, არ დავემორჩილეთ, წინააღმდეგობა გავუწიეთ, ვაგინეთ და ა.შ. არანაირი შინაარსი არ ექნება რაიმე მტკიცებულებების წარდგენას, ამას არანაირი აზრი არ ექნება, მოსამართლეები დაუჯერებენ იმას, რასაც იტყვიან პოლიციელები და დაარტყამენ ჩაქუჩს და მოგვისჯიან რაღაცას“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, შესაძლოა 15- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯონ, თუმცა ხელისუფლებასა და სამართალდამცველებზე დაკვირვებით მიიჩნევს, რომ პატიმრობის შეფარდებას არ მოითხოვენ.

„პოლიციის მხრიდან რაც კომენტარები ვნახე, საკმაოდ შეშინებულები არიან, ამიტომ მეეჭვება, რომ წავიდნენ პატიმრობის მოთხოვნაზე. მე მგონი, პატიმრობა კიდევ უფრო გაამძაფრებს სიტუაციას, ამიტომ ადმინისტაციული ჯარიმებით დაკმაყოფილდებიან. ამის მოლოდინი მაქვს, სხვა მოლოდინები არ მაქვს, ეს არის მორიგი ცირკი“.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სამომავლო გეგმა არის პროტესტის გაგრძელება, ვინაიდან ხელისუფლებამ „მორჩილების, მონების“ მდგომარეობაში ჩააყენა საზოგადოება.

„აქ გვაქვს ქვეყნის შიგნით მოსაგვარებელი საკითხი, უნდა დავიბრუნოთ თავმოყვარეობა და ღირსება და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ თავისუფალი საზოგადოება ვართ და არა მონებისა და ამის შემდეგ შეგვიძლია გვქონდეს პრეტენზია სხვა რაღაცებზე“, - აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

18 ნოემბერს პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი - ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავა 37 პირი. მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, 20 ივნისის აქციის ძალით დაშლისას დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი და პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

18 ნოემბერს საღამოს, სამართალდამცავებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი.

შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად. 18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის, ვადამდელი პროპორციული არჩევნების დანიშვნისა და 20-21 ივნისის აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნებით.

დიმიტრი ხუნდაძე სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის

პარლამენტარი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ერთ-ერთია იმ სამ დეპუტატს შორის, რომლებმაც ხმა მისცეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგ, ახალი ინიციატივით გამოდის. ხუნდაძე ამბობს, რომ სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად იწყებს ხელმოწერების შეგროვებას სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად. დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი ამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში წარუდგენს იმ იმედით, რომ ამ სისტემაზე ქვეყანამ გადასვლა 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს. ინიციატივის შესახებ დიმიტრი ხუნდაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს.

მაჟორიტარულ სისტემას, რომელიც ცხადია არ არის უნივერსალური, აქვს ბევრი უპირატესობა და დადებითი მხარე, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ხალხის რეალურ მმართველობასა და ნამდვილ სახალხო სუვერენიტეტს, რაც, თავის მხრივ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ყველა სოციალურ-ეკონომიკური, სტრატეგიული თუ გეოპოლიტიკური გამოწვევის გათვალისწინებით.

სწორედ მაჟორიტარული სისტემა იძლევა საშუალებას, რომ გამარჯვებული კანდიდატი, რომლსაც ხალხი საკუთარ ნდობასა და მანდატს გადასცემს, იყოს უფრო ანგარიშვალდებული და მეტად დამოუკიდებელი, განსაკუთრებით, პარტიული ამოცანებისა და მიზნებისაგან და, შესაბამისად, გამოხატავდეს და ახორციელებდეს ხალხის ინტერესებს.

ხელისუფლების წყარო ხდება უშუალოდ ამომრჩეველი და არა პარტიული სტრუქტურები. ადამიანები ირჩევენ საკუთარ წარმომადგენლებს პარლამენტში არა პარტიული კუთვნილების ან რომელიმე ლიდერისადმი პერსონალური პატივისცემის, არამედ მათი პროფესიული გამოცდილების, პატიოსნების, განვლილი ცხოვრებისა და სხვა პირადი თვისებების მხედველობაში მიღებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს არასწორი, მცდარი და უსაფუძვლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას. ეს სისტემა არა მხოლოდ აფერხებს, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს შედარებით მცირერიცხოვან პარტიებს, აგრეთვე არაპარტიულ კანდიდატებს, აქტიურად ჩაებან არჩევნებში და მოიპოვონ გამარჯვება“, - ასე ასაბუთებს დიმიტრი ხუნდაძე სრულად მაჟორიტარული სისტემის უპირატესობას. მისი თქმით, ეს ინიციატივა ჯერ მხოლოდ მაჟორიტარ დეპუტატთა წრეშია მომწიფებული და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან განხილული არ ყოფილა, თუმცა იმედს იტოვებს, რომ შეძლებს თანაგუნდელების დარწმუნებას ამ ინიციატივის „მართებულობაში, მის დროულობასა და აუცილებლობაში“.

დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივის სოციალურ ქსელში წარდგენისას პოტენციურ მოწინააღმდეგეებსაც პასუხობს, პრეზიდენტის არჩევის წესის საკონსტიტუციო ცვლილებას და მის თანმხლებ დებატებს იხსენებს და ოპოზიციას ორმაგი სტანდატებით მოქმედებაში ადანაშაულებს.

„რაც შეეხება პოლიტიკური ოპონენტების, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში ან მის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან უწყვეტ ნაკადად მომდინარე ზღვარსგადასულ, შეურაცხყოფანარევ კრიტიკას. მათი უპრინციპობის და ორმაგი სტანდარტის საილუსტრაციოდ, მხოლოდ ერთი მაგალითით შემოვიფარგლებით: როდესაც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს, ხმოსანთა მიერ მისი არჩევის წესით ვცვლიდით, ეს ხალხი საერთო მესიჯბოქსით გვიტევდა - როგორ ვბედავდით და „პერსონალური არჩევანის უფლებას ვართმევდით ხალხს“. ახლა კი, იგივე პოლიტიკოსები და ეგრედ წოდებული ოფინიონ-მეიქერები, ისევ „ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევაში“ გვდებს ბრალს, ოღონდ ამ შემთხვევაში, დეპერსონალიზირებული, პარტიულად გადადღაბნილი, პროპორციული წესის სასარგებლოდ“, - წერს ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძე უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ქვეყნის საარჩევნო სისტემა 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. მისი თქმით, ამ ფაქტში საამაყო არაფერია.

„მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით „ქართული ოცნება“ დღემდე ამაყობს, ჩვენ ვთვლით, რომ ამ გადაწყვეტილებაში საამაყო არაფერია - პირიქით, სინანულს უნდა განვიცდიდეთ ამ სტრატეგიული შეცდომის გამო. და ჩვენ, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ამ მცდარი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის.

ჩვენ ხომ წესად გვაქვს - ხალხის გარდა ყველას ვკითხოთ, რა ურჩევნია ხალხს. ამიტომ ვეკითხებით პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, არასამთავრობოებს, მედიას, მაგრამ არა საკუთრივ ხალხს“.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი 14 ნოემბერს ჩააგდო. საკონსტიტუციო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითვალისწინებდა, ნაცვლად 2024 წლისა, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია ასახული. კანონპროექტით იკრძალებოდა ბლოკების შექმნა და წესდებოდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

საარჩევნო წესის ცვლილება იყო 20-21 ივნისის შემდეგ პერმანენტული აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა. პროპორციულ წესზე 2020 წლის არჩევნებისთვის გადასვლის პირობა მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილმა მისცა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძრის კერები გაჩნდა

ხანძრის კერები გაჩნდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოსთან მდებარე ტყეში. მერის წარმომადგენელმა გია ჯიჯელავამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ სალხინოს წაჩხურის უბანში მეხანძრეებმა და სოფლის მცხოვრებლებმა ერთობლივად იმუშავეს, ცეცხლი ჩააქრეს და ამჟამად მხოლოდ დაკვამლიანება შეინიშნება. ჯიჯელავას თქმით, ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრითაა დაშორებული. მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა სალხინოს ქვიბიის უბანშიც, არცთუ დიდ მონაკვეთზე, სადაც ცეცხლს ადგილობრივი მოსახლეობა აქრობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სალხინოში მხოლოდ ადგილობრივი მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და დამატებითი ჯგუფები საჭიროების შემთხვევაში გაიგზავნება.

აქციის დაშლისას დაკავებულთა ნაწილის ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვენ

ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლის ანტისამთავრობო აქციას პარლამენტთან. თბილისი, 18 ნოემბერი.

თბილისში ანტისამთავრობო აქციის დაშლისას ზოგიერთი დაკავებულის ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ.

"მოსაძიებელი გვაქვს მტკიცებულებები, დასაკითხია უამრავი მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ ადამიანებს, ვინც დაკავებულია, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ", - ამბობს ადვოკატი გოგა ონიანი.

წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 18 ნოემბერს 37 პირი დააკავეს.

გოგა ონიანის თქმით, ევროსასამართლოს პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს, რომ მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები არ არის საკმარისი დაკავებულთა ბრალეულობის დასამტკიცებლად:

"ჩვენი სასამართლოსთვის ერთი პოლიციელის ჩვენებაც ხდება ხოლმე საფუძველი ადამიანის პატიმრობისთვის, ან ჯარიმისთვის".

რამდენიმე დაკავებულის ინტერესებს იცავს იურისტი ედუარდ მარიკაშვილიც. ისიც - როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება - მოითხოვს პროცესის გადადებას მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დილის 10 საათიდან შეკრებილნი არიან პარლამენტის პიკეტის დაშლისას დაკავებულთა უფლებადამცველები და მხარდამჭერები.

თბილისში ოპოზიციის პროტესტი, მასობრივი დემონსტრაციები და პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება გამოიწვია პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის დაპირებული რეფორმის ჩაგდებამ. დაპირების თანახმად, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა გამართულიყო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG