Accessibility links

site logo site logo

ხუთი ადამიანი დაშავდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად


მსუბუქმა ავტომობილმა ბარიერი გაარღვია და გზის გამყოფ ზოლზე ავარდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა რუსთავი-თბილისის მე-14 კილომეტრზე მომხდარი ავტოავარიის დროს 11 ივნისს, დღის მეორე ნახევარში.

"დაშავებულებს კიდურების მოტეხილობა აქვთ, ასევე აღენიშნებათ სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა და დაზიანებები სახის არეში", - უთხრეს რადიო თავისუფლებას კლინიკა "რუსთავში", სადაც ავტოავარიის დროს დაშავებულები გადაიყვანეს. რამდენიმეს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

მსუბუქმა ავტომობილმა ბარიერი გაარღვია და გზის გამყოფ ზოლზე ავარდა. ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებს ადგილზე მისული საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG