Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2019 წელს მკვეთრად იმატა კიპროსზე უძრავი ქონების შეძენის მსურველი რუსების რიცხვმა


2019 წლის პირველ კვარტალში 40%-ით იმატა კიპროსზე უძრავი ქონებით დაინტერესებული რუსების რიცხვმა. ამის შესახებ წერს გაზეთი „კომერსანტი“ ინტერნეტპორტალ Prian.ru-ს გამოძიებაზე დაყრდნობით.

კიპროსზე უძრავი ქონების ფლობა იძლევა ამ ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შესაძლებლობას.

მაგრამ 15 მაისს ძალაში შევიდა ცვლილებები პროგრამაში „მოქალაქეობა უძრავ ქონებაში ინვესტიციების სანაცვლოდ“. უძრავ ქონებაში, მინიმუმ, 2 მლნ ევროს ჩადების გარდა სავალდებულოა 75 ათასი ევროს ჩარიცხვა კვლევისა და ინოვაციის ფონდსა და აგრარული განვითარების ორგანიზაციაში.

კიპროსში უძრავი ქონებით რუსეთის მოქალაქეთა დაინტერესებამ პიკს მიაღწია აპრილში, როცა გაფორმდა წინა წელზე 61%-ით მეტი ხელშეკრულება.

2017 წელს კიპროსის მოქალაქეობა ინვესტიციების დახმარებით მოიპოვა 5520-მა ადამიანმა. მათ თითქმის მეოთხედს შეადგენდნენ რუსეთის მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG