Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახი უფლებადამცველები მოითხოვენ დემონსტრანტების დაკავების გულდასმით გამოძიებას


ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული ყასიმ-ჟორმატ ტოყაევი
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული ყასიმ-ჟორმატ ტოყაევი

ყაზახეთის ორი წამყვანი უფლებადამცველი ორგანიზაცია მთავრობას მოუწოდებს, გულდასმით იქნეს გამოძიებული ასობით დემონსტრანტის დაკავება 9 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობაში და ამ არჩევნების შემდეგ.

ყაზახეთის „ადამიანის უფლებათა ბიურო“ და „კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა ქარტიის ფონდი“ ერთობლივი განცხადებით აპროტესტებენ სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების, კერძოდ, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების, მათი შეფასებით, მასობრივ დარღვევას.

9 ივნისს პოლიციამ დააკავა ასობით დემონსტრანტი, რომელიც არჩევნებს უკანონოდ მიიჩნევს, და მომდევნო დღეს კიდევ ასობით ადამიანი, რომელიც აპროტესტებდა არჩევნების წინასწარ შედეგებს.

გამარჯვებულად გამოცხადდა დროებითი პრეზიდენტი ყასიმ-ჟორმატ ტოყაევი, რომელიც თავის მემკვიდრედ შეარჩია ყოფილმა ავტოკრატმა ლიდერმა ნურსულთან ნაზარბაევმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG