Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ მოხსნა უკრაინის 15 ოლქის ადმინისტრაციათა ხელმძღვანელები


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან გადააყენა ქვეყნის 15 ოლქის ადმინისტრაციათა ხელმძღვანელები. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

თანამდებობები დაკარგეს ხუთი ოლქის უშიშროების სამსახურის სამმართველოთა უფროსებმაც.

მანამდე უკრაინის პარლამენტმა უარი თქვა საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინის, თავდაცვის მინისტრ სტეპან პოლტორაკისა და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი გრიცაკის გადაყენებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG