Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის ფონზე, ყახაზეთში გაიმართა ტოყაევის პრეზიდენტად ინაუგურაცია


ყაზახეთში გაიმართა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია, მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები, რომელზეც საერთაშორისო დამკვირვებლებმა "ფართოდ გავრცელებული დარღვევები" აღნიშნეს და რომლის დროსაც პოლიციამ ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი დააპატიმრა.

ტოყაევი თავის შემცვლელად შეარჩია ყოფილმა ავტორიტარმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა. მისი ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა 12 ივნისს, დედაქალაქ ნურ-სულთანში მდებარე დამოუკიდებლობის სასახლეში. ოფიციალური შედეგებით, 66 წლის ტოყაევმა 9 ივნისს გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების თითქმის 71 პროცენტი მოიპოვა.

ტოყაევის გამარჯვება მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც მან ნაზარბაევის მხარდაჭერა მიიღო. ნაზარბაევი პრეზიდენტის პოსტიდან მარტში გადადგა, თითქმის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ. წინასაარჩევნო პერიოდში ყაზახეთი მოიცვა საპროტესტო ტალღამ, რომელიც არჩევნების დროს და მის შემდეგაც გაგრძელდა. მოქალაქეები აპროტესტებენ გამჭვირვალობის ნაკლებობას და რეალური არჩევანის არქონას. აკრძალული ოპოზიციური მოძრაობის, ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანის ლიდერი, მუხთარ აბლიაზოვი, მხარდამჭერებს მოუწოდებს ნურ-სულთანის და ალმა-ატის ქუჩებში გავიდნენ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG