Accessibility links

site logo site logo

200-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე


პოლიციამ 200-ზე მეტი მოქალაქე დააკავა მოსკოვის ცენტრში გამართულ აქციაზე, რომლის მიზანი იყო ხელისუფლებაზე ზეწოლის შენარჩუნება გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის გათავისუფლების შემდეგ. გოლუნოვი დააპატიმრეს ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდებით, რომელსაც მისი მხარდამჭერები შეთითხნილად მიიჩნევენ.

დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი და რამდენიმე ჟურნალისტი. მოსკოვის პოლიციის ცნობით, აქციაში მონაწილეობა მიიღო 1200-მდე მოქალაქემ, მათგან 200-ზე მეტი დააკავეს ისეთ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის, რომლის გამართვა არ იყო ნებადართული ქალაქის მესვეურების მიერ.

გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი დააკავეს, ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდება წაუყენეს, შემდეგ მას პოლიციამ ყველა ბრალდება მოუხსნა და შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა.

აქციის ორგანიზატორებმა 11 ივნისს, გვიან საღამოს ფეისბუკზე დაწერეს, რომ მათ ქალაქის მესვეურებმა აქციის გამართვის ნებართვა არ მისცეს და ამიტომ ისინი ვეღარ მოუწოდებდნენ ხალხს ქუჩაში გასვლისკენ და დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებისკენ. მაგრამ აქციაში მონაწილეობის სურვილი ფეისბუკზე 25,000-მდე პირმა გამოთქვა. ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ მოქალაქეების გადასაწყვეტი იყო მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას აქციაში.

დემონსტრანტების ნაწილს გოლუნოვის მხარდამჭერი წარწერებიანი მაისურები ეცვა. ისინი აცხადებდნენ, რომ სურთ ხელისუფლებაზე ზეწოლა შენარჩუნდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG