Accessibility links

site logo site logo

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ალექსეი ნავალნის დილამდე დატოვებენ პოლიციის განყოფილებაში


კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დამაარსებელს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის, რომელიც მოსკოვში, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს, დილამდე დატოვებენ პოლიციის განყოფილებაში. ამის შესახებ ფონდის იურისტი ივან ჟდანოვი იტყობინება.

ნავალნიზე შედგენილია ოქმი საჯარო ღონისძიებების ჩატარების წესების დარღვევისთვის. მას 30 დღით პატიმრობა ემუქრება.

თავად ნავალნის მიაჩნია, რომ მისი დაპატიმრება დაკავშირებულია მოსკოვის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებთან, რომელიც სექტემბერში იმართება.

მანამდე მოსკოვის ტვერის რაიონულმა სასამართლომ ნავალნის უახლოეს თანამებრძოლს, ლეონიდ ვოლკოვს 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა სანქტ-პეტერბურგში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმართულ აქციასთან დაკავშირებით, რომელიც შარშან სექტემბერში მოეწყო.

მანამდე ვოლკოვმა 20 დღე-ღამე გაატარა დროებითი დაკავების იზოლატორში მოსკოვში გამართულ ანალოგიურ აქციასთან დაკავშირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG