Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა


ოკუპირებული აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „რია ნოვოსტი“ „ჩერნომორენერგოზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ამის მიზეზი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვა გახდა.

„ამინდის გაუარესებით გამოწვეული პირობების გამო, გალის რაიონში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ჭიღვარა“ გაითიშა“, - წერია ინფორმაციაში, რომლის თანახმადაც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს მეხი დაეცა.

„ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია.

ამ წუთებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG