Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გემზე, რომელსაც ომანის ყურეში თავს დესხნენ, ქართველი მეზღვაურიც იმყოფებოდა


ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა ტანკერზე, რომელსაც ომანის ყურეში თავს დაესხნენ.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის ინფორმაციით, მარშალის კუნძულების დროშით მცურავ გემზე იმყოფებოდა ერთი ქართველი, რომელიც ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად უკვე ხმელეთზეა გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება მეორე, პანამის დროშით მცურავ გემს, მის ეკიპაჟში ქართველი მეზვაურები არ ყოფილან. თამარ იოსელიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ორივე გემის ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ომანის ყურეში თავდასხმა განხორციელდა ნორვეგიული კომპანიის,„ფრონტლაინის“ და პანამაში დარეგისტრირებული ტანკერების წინააღმდეგ. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

„ტანკერების საერთაშორისო მართვის სამსახურმა,“ რომელსაც ერთ-ერთი ხომალდი ეკუთვნის, განაცხადა, რომ აფეთქება გამოიწვია ბორტზე გაჩენილმა ხანძარმა.

ირანის საინფორმაციო სააგენტოს „ირნას“ ცნობით, ქვეყნის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს 44 მეზღვაურის ევაკუაცია.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტმა, რომელიც ბაჰრეინშია დისლოცირებული, ასევე განაცხადა, რომ მისი ხომალდები დაეხმარნენ ტანკერებს ომანის ყურეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ.

ომანის ყურე ერთმანეთთან აკავშირებს სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG