Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო": პუტინისტური და ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან გრძელდება უკანონო მოქმედებებისკენ მოწოდებები


"ევროპული საქართველო" სპეციალური განცხადებით ეხმაურება 16 ივნისს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას.

"ევროპული საქართველოს" თანახმად, მოწოდებები, რომლებიც შეხვედრაზე ლევან ვასაძემ გააკეთა ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის და არ ჯდება საქართველოს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დაცულ უფლებაში:

"ბოლო დღეების მანძილზე პუტინისტური და ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან გრძელდება უკანონო მოქმედებებისკენ მოწოდებები, რაც ძალადობის მყისიერ საფრთხეს ქმნის. ასეთი მოწოდებები, საქართველოს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დაცული არაა".

"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და მას ძალადობის თანამონაწილედ მიიჩნევს:

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად დაიწყოს ძალადობის ორგანიზატორების სისხლის სამართლებრივი დევნა. ბოლო დღეებში ამ ჯგუფებმა უკვე არაერთხელ იძალადეს ან სცადეს ძალადობა საქართველოს სხვა მოქალაქეებზე.

ლევან ვასაძე და ამ ჯგუფის სხვა ლიდერები ღიად და დაუფარავად საუბრობენ სისხლის სამართლის დანაშაულების დაორგანიზების შესახებ და სხვებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ეს ჯგუფი არამარტო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას აპირებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისჩანაცვლებასაც გეგმავს, რაც კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას გამოიწვევს, ეს კიმტრული სახელმწიფოს ინტერესებშია.

ამ ძალების უკან რუსეთის სახელმწიფო დგას, რომლის ინტერესიცაა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობის დარღვევა და კონტიტუციური წესრიგის მოშლა", - აცხადებს "ევროპული საქართველო".

16 ივნისს, ვერის პარკში შეხვედრაზე ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ სახალხო ლეგიონის შექმნა გამოაცხადა.

მისი თქმით, სახალხო ლეგიონი ათეულებისა და ასეულების გაერთიანებით შეიქმნება და ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძე აცხადებს, რომ საპატრულო რაზმების მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და გაიყვანენ ტერიტორიიდან.

ეს გეგმა მან "თბილისი პრაიდის" კვირეულის ჩასაშლელად წარმოადგინა.

"თბილისი პრაიდის" კვირეული ლგბტქი თემის და აქტივისტების ნაწილს 18-22 ივნისს აქვს დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG