Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატი პროკურორებს უჩივის


საქართველოს გენერალური პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს ადვოკატმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა საჩივარი საქმის პროკურორების, ზვიად ფხაკაძის და ინა გუგუშვილის და საქმის ექსპერტის წინააღმდეგ.

„მოსამართლემ უდანაშაულო ბავშვი გაამწესა საპყრობილეში. განაჩენში მოსამართლე უთითებს, რომ პოზიცია, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა, რომ თითქოს, დ.ღ-მ სარალიძესთან შეხვედრა დამალა, გაბათილდა. სასამართლოზე დ.ღ.-მ არ უარყო სარალიძესთან შეხვედრა და საუბარი. ფხაკაძემ, გუგუშვილმა და ექსპერტმა იცრუეს, ექსპერტმა გააყალბა დასკვნა. ასევე გუგუშვილმა, ფხაკაძემ მისცეს ცრუ ჩვენება, რაზეც გამოძიების დაწყებას და გუგუშვილის, ფხაკაძის და ექსპერტის პასუხისგებაში მიცემას ვითხოვთ“ - განაცხადა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა. მისივე შეფასებით, დ.ღ-ს მიმართ 2017 წლიდან დღემდე განხორციელდა უკანონო დაკავება, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უკანონოდ მიცემა, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა და დაირღვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.

„შალვა თადუმაძე, გიორგი გახარია და ბიძინა ივანიშვილი ის სამი ადამიანია, რომლებმაც დ.ღ-ს საქმეზე პოლიტიკური განაჩენი დაგვიყენეს. თუ ათ დღეში მინიმუმ, ინა გუგუშვილი, ზვიად ფხაკაძე და ექსპერტი დაკავებულები არ იქნებიან, აქციები დაიწყება“ - განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, მოითხოვენ ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პასუხისგებაში მიცემასაც.

6 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ღ. დამნაშავედ ცნო ცრუ ჩვენების მიცემაში და 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG