Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ახალი პრეზიდენტი 17 ივნისს პარიზს სტუმრობს, 18 ივნისს ბერლინში ჩავა


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სახელმწიფოს მეთაურის რანგში ამ კვირაში საფრანგეთს და გერმანიას ეწვევა. 17 მაისს ის პარიზში ჩავა და ელისეს სასახლეში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ზელენსკის ვიზიტის ფონია მისი მცდელობა უკრაინაში გააძლიეროს რეფორმების პროგრესი და გადაწყვეტა მოუძებნოს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს მთავრობის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ ზელენსკისთან მაკრონის შეხვედრა გააჩენს შანსს "ხაზი გაესვას საფრანგეთის მხრიდან იმ რეფორმების პროგრამის მხარდაჭერას, რომელიც უკრაინის ახალ პრეზიდენტს სურს". ამავე განცხადების თანახმად, მოლაპარაკებისას ასევე შეეხებიან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრის შესაძლებლობებს, პარიზის და ბერლინის დახმარებით.

აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა და რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის გარდა, უკრაინას ენდემური კორუფცია და ეკონომიკური სირთულეები უქმნის პრობლემებს.

18 ივნისს ზელენსკი ბერლინს ეწვევა და გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG