Accessibility links

site logo site logo

ბორის ჯონსონი დამაჯერებლად ლიდერობს ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში


ბორის ჯონსონმა დამაჯერებლად გაიმარჯვა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების მეორე ტურში.

მის გარდა საარჩევნო ბარიერი გადალახა ოთხმა კანდიდატმა: მთავრობის წევრებმა ჯერემი ჰანტმა, მაიკლ გოუვმა, რორი სტიუარტმა და საჯიდ ჯავიდმა.

თემთა პალატის წევრმა კონსერვატორმა დეპუტატებმა, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობდნენ, კონკურენციას ჩამოაშორეს ერთადერთი კანდიდატი - ყოფილი მინისტრი ბრექსიტის საკითხებში, დომინიკ რააბი. მან ვერ მოაგროვა შემდეგ ტურში გადასასვლელად აუცილებელი 33 ხმა.

ჯონსონს ერგო 126 დეპუტატის მხარდაჭერა. მას 80 ხმით ჩამორჩება მეორე ადგილზე გასული ჯერემი ჰანტი, საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

არჩევნების შემდეგი ტურები გაიმართება ოთხშაბათს და ხუთშაბათს. დარჩენილი ორი კანდიდატიდან გაიმარჯვებს ის, ვისაც აირჩევს კონსერვატიული პარტიის 160 ათასამდე წევრი.

გამარჯვებული შეცვლის ტერეზა მეის პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რაც, კონსერვატიული პარტიის გეგმით, ივლისის ბოლოს მოხდება. ამ ცნობას ავრცელებს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG