Accessibility links

site logo site logo

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს მონა და მოღალატე უწოდეს


საქართველოს პარლამენტში შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით „მონა“ და „მოღალატე“ დახვდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ზაქარია ქუცნაშვილს.

აქტივისტები პარლამენტში მივიდნენ პლაკატებით, „რუსეთი ოკუპანტია,“ „რუსეთი კლავს,“ „სირცხვილი მთავრობას.“

ზაქარია ქუცნაშვილს მედიასთან კომენტარის საშუალება არ მიეცა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ერთ-ერთ აქტივისტს პლაკატი წაართვა.

საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტით გამოწვეული პროტესტი უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ასამბლეის დილის სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსი დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ზაქარია ქუცნაშვილის გარდა არიან "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ადა მარშანია. სათადარიგო შემადგენლობაში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ენძელა მაჭავარიანი და ზვიად ძიძიგური და დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG