Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარია ქუცნაშვილმა ბოდიში მოიხადა


„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ბოდიშს უხდის საზოგადოებას იმ გაღიზიანებისთვის, რაც პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ხილვამ გამოიწვია. ქუცნაშვილი ამბობს, რომ მას, როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს მეტი წინდახედულება უნდა გამოეჩინა.

„ერთი, რაც ზუსტად ვიცი, საზოგადოების დიდი ნაწილი გაღიზიანდა და ამიტომაც ვიხდი ბოდიშს. ალბათ საერთაშორისო სამდივნოსთან უფრო მეტი უნდა მემუშავა, რომ დამეზღვია ეს პოლიტიკური რისკი... ჩემი მეტი მონდომება იყო ალბათ საჭირო იმისთვის, რომ დამეზუსტებინა, ასამბლეის გენერალური მდივანი წაიყვანდა თუ რუსი პრეზიდენტი“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა. ამას წინ უძღვოდა ხმაურიანი პროცესები. "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატებმა დაიკავეს პარლამენტის თავმჯდორმარის ადგილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ისინი აპროტესტებენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სპიკერის ადგილის დაკავებას.

რუსი დეპუტატი გავრილოვი, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს იკავებდა დღის პირველ ნახევარში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორსიო ასამბლეის 26-ე სესიაზე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისთვის სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დილით სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG