Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი „პირდაპირი ხაზით“ პასუხობს რუსეთის მოსახლეობის შეკითხვებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეჩვიდმეტედ უკავშირდება მოსახლეობას „პირდაპირი ხაზით“, მათ შეკითხვებზე პირდაპირ ეთერში საპასუხოდ.

პროგრამა „პირდაპირ ხაზში“ ის 12-ჯერ მონაწილეობდა პრეზიდენტის, ხოლო ოთხჯერ - მთავრობის მეთაურის რანგში.

ღონისძიების ორგანიზატორთა ინფორმაციით, პუტინისათვის დასმული შეკითხვების რიცხვი 1,5 მილიონზე მეტია, შარშან კი ორ მილიონს აღემატებოდა. კრემლში სხვაობის მიზეზად ამინდს - სიცხეს - მიიჩნევენ.

შეკითხვების უმრავლესობა ეხება სოციალურ პრობლემებს, მცირე და საშუალო მიზნესს, განათლებას, ეკოლოგიას, შეღავათიან მედიკამენტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG