Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ქაცარავა: ეს არის ოკუპაცია, არ მჭირდება დავინახო ტანკი, ეს ტანკზე უარესია


ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ პარლამენტის შენობასთან გააპროტესტა რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავება პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის სიმბოლოდ სოფელ ატოციდან ჩამოიტანა მავთულხლართი. ის ამბობს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის ქმედება მენტალური ოკუპაციის განსახიერებაა.

„(სერგეი) გავრილოვი, ადამიანი, რომელიც აფხაზეთში კლავდა ქართველებს... რომელმაც 2008 წელს ხელი მოაწერა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების აქტს, დღეს ჩამოდის აქ და პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას ზის და მიჰყავს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა. ეს არის შეურაცხყოფა, თავზე ლაფის დასხმა მთელი ქართველი ერისთვის. ეს არის პირადად ჩემთვის ოკუპაცია, არ მჭირდება დავინახო ტანკი. ეს ტანკზე უარესია. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ოკუპაციაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ქაცარავამ.

20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რასაც წინ უძღოდა ხმაურიანი პროცესები.

"ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატებმა დაიკავეს პარლამენტის თავმჯდორმარის ადგილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ისინი აპროტესტებენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სპიკერის ადგილის დაკავებას და აცხადებდნენ, რომ მას აღარ მისცემდნენ სხდომის გაგრძელების შესაძლებლობას.

რუსი დეპუტატი გავრილოვი, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს იკავებდა დღის პირველ ნახევარში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორსიო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისთვის სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დილით სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG