Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია ითხოვს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლას


შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. მან საკანონმდებლო ორგანოს წერილობით მიმართა.

შს მინისტრს სურს 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკოს.

შსს პრესსამსახური ავრცელებს გიორგი გახარიას პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსს:

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პატივისცემით, გ. გახარია “.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG