Accessibility links

site logo site logo

სააპელაციო სასამართლომ რუსთაველზე დაკავებული კიდევ ხუთი პირი დარბაზიდან გაათავისუფლა


თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული კიდევ ხუთი პირი დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა, ისინი (ზაზა ლომია, რატი ჭინჭარაული, მუსლიმ ქავთარაშვილი, ბაჩანა ბეჟიტაშვილი, ნიკოლოზ იმედაშვილი) სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს სამართალდარღვევა და 4-4 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც მათი დაკავების მომენტიდან აითვალა.

20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG