Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთთან სასაზღვრო უთანხმოების ფონზე გადადგა ინგუშეთის ლიდერი


რუსეთში, ინგუშეთის რესპუბლიკის ლიდერმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა, ამ პოზიციაზე თითქმის 11-წლიანი მუშაობის შემდეგ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

მისი 24 ივნისის განცხადების ფონია რეგიონში არსებული დაძაბულობა, რომელიც გამოიწვია მეზობელ ჩეჩნეთთან სასაზღვრო ხელშეკრულების გაფორმებამ.

2018 წლის სექტემბერში ევკუროვმა და ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ხელი მოაწერეს სასაზღვრო ხელშეკრულებას, რომელსაც წინ უძღოდა გასაიდუმლოებული მოლაპარაკება. ამის შემდეგ ინგუშეთში აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ხელშეკრულებას ძალა არ აქვს, რადგან ის ტერიტორიას უკანონოდ გადასცემს ჩეჩნეთს. ხელშეკრულების გამო რეგიონში დრამატულად დაეცა ევკუროვის პოპულარობის მაჩვენებელი. ინგუშეთში ხელშეკრულების წინააღმდეგ გაიმართა არაერთი მასობრივი აქცია, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და ათობით პირი დააპატიმრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG